ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში ნათქვამიაა, რომ თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა განახორციელეს.
ტერორისტული თავდასხმა ლონდონში გუშინ საღამოს მოხდა. თავდაპირველად ტერორისტი ვესტმინსტერის ხიდზე მანქანით ტროტუარზე ავიდა და იქ მყოფ ადამიანებს გადაუარა. შემდეგ ის ვესტმინსტერის სასახლის ღობეს შეეჯახა, მანქანიდან გადმოვიდა და პოლიციელებს დანით თავს დაესხა. ადგილზე მისულმა პოლიციის დამატებითმა ქვედანაყოფებმა ტერორისტი მოკლეს.