logo_geo
eng_logo
დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა!
- +

31 მარტი. 2016. 03:19



დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 77 წელი შეუსრულდებოდა. ტრაგიკული ბედი ერგო წილად კონსტანტინეს ვაჟიშვილს: ადრეული ასაკიდან სამშობლოს სიყვარულს ნაზიარებმა ურთულესი და უმძიმესი ცხოვრების გზა განვლო და საქართველოს ისტორიაში არაერთაზრვანი ადგილი დაიმკვიდრა.


ზვიად გამსახურდია ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საფუძველი ჩაუყარა დისიდნტურ და უფლებადაცვით მოძრაობას საქართველოში. მისი „ჰელსინკის კავშირი" ახერხებდა, როგორც ქარულ საზოგადოებამდე სიმართლის ხმის მიტანას, ისე მსოფლიო პოლიტიკის ყურადღების მომართვას საქართველოსკენ. ეს გზა მწარე ტკივილით დასრულდა: მას თანამემამულეებმა ვერ გაუგეს და ტაქტიკური უკუსვლის გაკეთება მოუწია.


მიუხედავად ამისა, მან შეძლო სათავეში მოქცეოდა აზვირთებული ეროვნული მოძრაობის ტალღას და ქვეყნაში პირველ დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. რაც რეფერენდუმითა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებით დააგვირგვინა. თუმცა ყოფილი დისიდენტისთვის ბალანსის პოვნა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში ძნელი აღმოჩნდა. მისი ქმედებები, რამდენადაც მიუღებელი აღმოჩნდა მოსკოვისთვის, იმდენად გაუგებარი გამოდგა თავისუფალი სამყაროსთვის.


ახალგაზრდა რესპუბლიკის საშინაო და საგარეო წინააღმდეგობები გადაიზარდა სახელმწიფო გადატრიალებასა და შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რომლის შედეგები დღესაც უმძიმეს ტვირთად აწევს საქართველოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებას. სამოქალაქო ომი, აფხაზური მარცხი, „მხედრიონობა" - მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ უბედურებისა, რაც ლეგიტიმური ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას მოჰყვა. რომ არაფერი ვთქვათ, ამ ფაქტის, როგორც პრეცედენტის გავლენაზე მთელს ჩვენს მომდევნო პოლიტიკურ ცხოვრებაზე.


მტრებისგან დევნილმა პრეზიდენტა თავი ერთხანს ჩეჩნეთს შეაფარა. მაგრამ არ იყო ზვიადი ის ადამიანი, ვისაც მშვიდად და უდარდელად ცხოვრება შეეძლო. სამშობლოში დაბრუნების მცდელობა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.


ქართველმა ერმა ღირსეული პატივი მიაგო ღალატით დაღუპულ პირველ პრეზიდენტს და სამარადისო განსასვენებელი მთწმინდის პანთეონში მიუჩინა.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner