რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატის დენის ვორონენკოვის მკვლელი, დღეს კიევის საავადმყოფოში, ქირურგიული ჩარევისას გარდაიცვალა.
დენის ვორონენკოვი დღეს კიევის ცენტრში მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა უკრაინის მოქალაქემ, 29 წლის კაცმა ჩაიდინა, რომელზეც მანამდე ძებნა იყო გამოცხადებული. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი თავისა და გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში მიიყვანეს.