ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მანქანა სავაჭრო ქუჩაზე შეჭრას შეეცადა. დაკავებულია ერთი ადამიანი.
პოლიციამ მანქანაში, რომელსაც ფრანგული ნომრები აქვს, იარაღი აღმოაჩინა. მანქანა სამხედრო პატრულმა გააჩერა.
ქალაქ ანტვერპენის მერის ბარტ დე ვევერის განცხადებით, პოლიციამ შესაძლო ტერაქტი აღკვეთა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.