ეკა ხერხეულიძე 1991 წლის 31 მარტს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს:
„ეს ფოტო, ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენას ასახავს.
1991 წლის 31 მარტი-საქართველოს დამოუკიდებლობის დაბადების დღე. ეს დღე, გარდა მისი შინაარსისა, მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საყოველთაო რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო დღეს უკვე ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოქალაქეებმაც, სადაც გამოკითხულთა 98% ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას.
ეს დღე გახდა დასაბამი ყველა იმ დიდი წარმატებისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინსვლას უკავშირდება. ამ დღის შემოქმედი, დღეს 77 წლის გახდებოდა. დიდება საქართველოს! დიდება ზვიადს!"