„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2" ხალვაშს დაუბრუნა და ეს ყარამანაშვილი რა წილებს არიგებს გაუგებარია. ბარემ CNN -ის და BBC-ის წილებიც დაურიგეთ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ბატონო ყარამანაშვილო", - წერს მჟავანაძე.
ცნობისთვის, ლევან და გია ყარამანიშვილები აცხადებენ, რომ მზად არიან, „რუსთავი 2"-ის წილების 40% თანამშრომლებს გადასცენ. ყარამანიშვილები „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ მზად არიან, ხელშეკრულება წილების გადაცემის თაობაზე დაუყოვნებლივ გააფორმონ, რომელიც ძალაში ყადაღის მოხსნის შემდეგ შევა.