საქართველოს მთავარი პროკურატურა ყოფილ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილის და მსახიობ ლაშა კურტანიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლევან როსტოშვილმა და ლაშა კურტანიძემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 43,0381 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი).
კონკრეტულად კი, ლევან როსტოშვილის ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც აღნიშნული პირები გადაადგილდებოდნენ, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 42,9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა ფხვნილის, კრისტალების და 136 აბის სახით. ხოლო ლაშა კურტანიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა დიდი ოდენობით 0,0857 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის ლევან როსტოშვილი და ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის ლაშა კურტანიძე დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლევან როსტოშვილმა და ლაშა კურტანიძემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 43,0381 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი).
2016 წლის 5 მაისს სამართალდამცველების მიერ ქ.თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნენ ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე. ლევან როსტოშვილის ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც აღნიშნული პირები გადაადგილდებოდნენ, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 42,9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა ფხვნილის, კრისტალების და 136 აბის სახით. ხოლო ლაშა კურტანიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა დიდი ოდენობით 0,0857 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან როსტოშვილი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამავე განაჩენით სასამართლომ ლაშა კურტანიძე დამნაშავედ სცნო 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე პატიმრობაში სასამართლო დარბაზიდან იქნენ აყვანილი", -აღნიშნულია განცხადებაში.