logo_geo
eng_logo
პატრიარქთან შეთანხმებით, მახათაზე, ახალ პანთეონში მხოლოდ საზოგადო მოღვაწეები დასაფლავდებიან
- +

23 მარტი. 2017. 23:43



თბილისი მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა გადაცემა "აქცენტებში" განაცხადა, რომ მახათას მთაზე ახალი პანთეონის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.


მე მინდა გითხრათ, რომ ახალ პანთეონში, მახათას მთაზე, საპატრიარქოსთან შეთანხმებით, პატრიარქთან შეთანხმებითაც მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და მხოლოდ საზოგადო მოღვაწეები იქნებიან დასაფლავებულები.

 

რაც შეეხება წესს, გიდასტურებთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით კონკრეტული წესი, თუ ვინ უნდა დაიკრძალოს პანთეონში, არ არსებობს. კულტურის სამინისტროში იქმნება კონკრეტული შემთხვევების დროს კომისია, მაგრამ ახალი პანთეონის დასრულებამდე აუცილებლად გაიწერება კონკრეტული წესი, რომლის მიხედვითაც განხილული იქნება გარდაცვლილი პირის პანთეონში დასაფლავება-არდასაფლავების საკითხი" , - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner