logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: ჯერ მიშა ამბობდა მე ვარ ევროპაო, მერე - ალასანია, ახლა - ბერძენიშვილები...
- +

18 თებერვალი. 2016. 23:03



საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია დავით ბერძენიშვილის განცხადებას ეხმიანება:



„ჯერ მიშა ამბობდა მე ვარ დასავლეთი და ევროპაო; მერე - ალასანია; ახლა - ბერძენიშვილები.

თოფაძის ფონზე აშკარად „რესპებს"  ვგულშემატკივრობ, მაგრამ..."- წერს გამზარდია სოცალურ  ქსელში.


დავით ბერძენიშვილის თქმით, ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დასავლეთს ემიჯნებიან, რაც ძალიან სამწუხაროა.


„ქვეყანაში არის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც დასავლეთს ღიად ემიჯნებიან და მისადმი ნიჰილიზმს თესავენ. ვასაძე ბრიუსელს, ვაშინგტონსა და სტარსბურგს ოკუპანტად მიიჩნევს. პატრიოტთა ალიანსი დასავლეთის მიმართ იდიფერენტულ განწყობებს ქმნის. ნინო ბურჯანაძე ღიად აცხადებს, რომ საქართველოს მთავარი მოკავშირე არა დასავლეთი, არამედ პუტინია. ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა სუფთად ჩატარებულ არჩევნებში გარკვეული შედეგები აჩვენეს. ირმა ინაშვილმა კოალიციის წარმომადგენელ თამარ ხიდაშელს სერიოზული კონკურენცია გაუწია. ანუ, ამ ტიპის პარტიების მიმართ ქვეყანაში მხარდაჭერა არის, მაგრამ ეს მხარდაჭერა მოსახლეობის შესამჩნევ უმრავლესობას კურსს ვერ შეაცვლევინებს." - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა გადაცემაში 2030.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner