logo_geo
eng_logo
მუნიციპალურ ავტობუსებს ახალი ავტობაზა მოემსახურება
- +

24 მარტი. 2017. 02:27



მალე მუნიციპალურ ავტობუსებს ახალი ავტობაზა მოემსახურება. მშენებლობის პროცესი აქტიურ რეჟიმშია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.


უკვე დასრულდა ადმინისტრაციული შენობის და გადასასვლელი ხიდის მშენებლობა, სერვისცენტრისა და დაცვის ჯიხურების სამონტაჟო სამუშაოები. მიმდინარეობს შენობების კეთიმოწყობა. ასევე დასრულდა ავტობუსების სამრეცხაო შენობის მშენებლობა, დაწყებულია სარეცხი დანადგარების მონტაჟი და ტესტირება.


ავტობაზის ტერიტორია შემოღობილია, მოწყობილია ბეტონის გზები და ავტობუსების სადგომი ბეტონის მოედნები.


ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირების საშუალებას ითვლაისწინებს. ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი, რაც ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურებას. კომპლექსის მშენებლობას სამშენებლო კომპანია „დაგი" ახორციელებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner