logo_geo
eng_logo
ლაშა ვარ, რუხაია, ხელი ნუ გიკანკალებთ- ვიდეოები კორტების საქმის ხმაურიანი პროცესიდან!
- +

31 მარტი. 2016. 03:30


 

ე.წ. „კორტების საქმეზე"  გამართული მორიგი სასამართლო სხდომა, დღეს საკმაოდ ხმაურიანი იყო. იქ იმყოფებოდა ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი. სიცუაციის სრული აღწერისთვის, მან  არაერთი ვიდეო სიუჟეტი გადაიღო.


გია კორკოტაშვილს და ბიძინა ივანიშვილს დედას აგინებდნენ; იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს მკვლელებს, ბარიგებს ეძახდნენ და მათკენ საცემრად იწევდნენ; ზაზა ხატიაშვილს ნარკომანი ეძახეს და არჩევნების შემდეგ ციხეში ჩასმით დაემუქრნენ; გისოსებს მიღმა გამოკეტვით ემუქრებოდნენ ია მეტრეველს; მე მახინჯი მეძახეს და სხვადასხვა პირმა არაერთხელ ჩამარტყა მარჯვენა ხელში, გადაღების დროს.

 

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე მსჯავრდებულებმა - ცააძემ და ფირცხალავამ პროკურორებს პროცესზე მორფინისტები ეძახეს (თან არაერთხელ) და წლის ბოლოს დაჭერით და კორტების .. სპეცოპერაციის ადგილას აღმართულ ობელისკთან ანგარიშის გასწორებით დაემუქრნენ. თქვენ, ჩემო ძვირფასებო რომ მობრძანებულიყავით, ისევე აეკვრებოდნენ კედელს, როგორც ეს წინა პროცესზე გააკეთეს, მაშინ, როცა ბევრნი მივედით,"-  გულისწყრომას ვერ მალავს ჟურნალიტი მიქიაშვილი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.


დანარჩენს, თუ რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე, როგორ თავხედობდნენ მსჯავრდებულთა ახლობლები დაზარალებულთა მიმართ, როგორ დასცინოდნენ პროკურორებს, უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს, როგორი უსამართლობა სუფევდა სასამართლოში დღეს, ამ 6 ვიდეოდან  მშვენივრად მიხვდებით.


 


 

 

 

 

 


 


 

 



 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner