logo_geo
eng_logo
ჯი–არ–სი ქუთაისში კიდევ ერთ საწარმოს გახსნის
- +

24 მარტი. 2017. 10:46



 სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შპს „ჯი-არ-სი"  ქუთაისში არაძვირფასი ლითონებისა და მათი ნაწარმის მწარმოებელ საწარმოს გახსნის.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ჯი არ სი"-ს  პირდაპირი მიყიდვით ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე  5 852 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები  1 ლარად გადასცა.


კომპანია უძრავ ქონებაზე 1 360 000 ლარის ინვესტიციის განახორციელებს და  40 ადამიანს დასაქმებას გეგმავს. საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქცია გათვლილია ადგილობრივი ბაზრისთვის. მოთუთიებული და მოთუთიებულ-შეღებილი 1 ტონა ნედლეულის  სარეალიზაციო ფასი 2 150 ლარიდან-4 700 ლარამდე მერყეობს.


შპს „ჯი-არ-სი" „აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარია. კომპანიას  რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე  ტერიტორიაზე უძრავი ქონება გადაეცა, სადაც სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო აშენდა. საწარმო წარმატებით ახორციელებს სენდვიჩ-პანელებისა და დამათბუნებული პანელების წარმოებას. საწარმოს ბრუნვამ 2015 წელს 50 მლნ ლარი შეადგინა და ამ ეტაპზე დასაქმებულთა რაოდენობა 150 ადამიანს შეადგენს.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner