ლონდონის ტერაქტისას დაშავებული 75 წლის კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
22 მარტს ლონდონში ტერორისტული აქტები განხორციელდა. ტერორისტმა ვესტმინსტერის ხიდზე ხალხს ჯერ მანქანით გადაუარა, შემდეგ ბრიტანეთის პარლამენტში შეჭრა სცადა. ტერორისტული აქტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
სამედიცინო დაწესებულებებში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები კვლავ რჩებიან.
შემთხვევაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახლმწიფომ" აიღო.