ზაზა გაბედავა საზოაგდოებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს ულოცავს:
„სრულიად საქართველოს გილოცავთ!!!
ჩვენი პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს! ზვიად გამსახურდია ერთ- ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საფუძველი ჩაუყარა დისიდენტურ და უფლებადაცვით მოძრაობას საქართველოში. მისი „ჰელსინკის კავშირი" ახერხებდა, როგორც ქართულ საზოგადოებამდე სიმართლის ხმის მიტანას, ისე მსოფლიო პოლიტიკის ყურადღების მომართვას საქართველოსკენ, მსოფლიოს მასონური მოძრაობა წინააღმდეგი იყო ზვიად გამსახურდიას პოლიტიკის, მიუხედავად ამისა, მან შეძლო სათავეში მოქცეოდა აზვირთებული „ეროვნული მოძრაობის" ტალღას და ქვეყანაში პირველ დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. რაც რეფერენდუმითა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებით დააგვირგვინა.
დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა, რომ არა ის სამარცხვინო დღე საქართველოს ისტორიაში... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული..."