logo_geo
eng_logo
ედიშერ ქარჩავა: არ გვაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ გამოძიებაში და იმ მტკიცებულებებში, რომელიც გავრცელდა
- +

24 მარტი. 2017. 11:30



საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე იაკობი, მეუფე თეოდორე (ჭუაძე) და მამა მიქაელ ბოტკოველი არიან დაკითხულები.

 

სინოდის წევრები, რომლებსაც გარკვეულწილად ინფორმაცია გააჩნდათ ციანიდის საქმეზე და დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში, დაკითხულები არიან. თუ არ ვცდები, დაკითხული უნდა იყოს მეუფე იაკობი, ასევე მამა მიქაელ ბოტკოველი, მეუფე თეოდორე (ჭუაძე). ეკლესია თანამშრომლობს გამოძიებასთან. არ გვაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ გამოძიებაში და იმ მტკიცებულებებში, რომელიც გავრცელდა", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.


მისივე თქმით, დეკანოზის ადვოკატების მოთხოვნა, წმინდა სინოდის წევრების წინასწარი გამოძიების მსვლელობისას გამოკითხვის თაობაზე, იმ შავ პიარს ემსახურებოდა, რომელიც ეკლესიის მიმართაა აგორებული.

 

შავ პიარს ემსახურებიან და იმ წამქეზებლების და იმ ჯგუფის ინტერესებს, ვინც მამა გიორგი მამალაძე შეცდომაში შეიყვანა. თუნდაც იმ უსაფუძვლო, ერთმანეთის გამომრიცხავ ვერსიებს ასწავლიან და ვერ ასწავლეს, ან ვერ ათქმევინეს. ვინ შეიყვანა შეცდომაში, თვითონ მამა გიორგი მამალაძემ კარგად იცის. მე ეს ინფორმაცია და ეჭვი გამაჩნია", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner