logo_geo
eng_logo
მოსამართლემ „საზოგადოებრივი მაუწყებელს” ეკა მიშველაძისთვის 30 ათასი ლარის გადახდა დააკისრა
- +

24 მარტი. 2017. 11:40



თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის სარჩელი დააკმაყოფილა. მოსამართლემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი თანამშრომლის და ამჟამად პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და „საზოგადოებრივ მაუწყებელს" კომპენსაციის სახით 30 000 ლარის გადახდა დააკისრა.


მიშველაძე სწორედ იმ გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც მისი გადაცემა დაიხურა და სამსახურიდან გაათავისუფლეს.


სარჩელის მიხედვით, მხარე მიშველაძის სამსახურში დაბრუნებას, კომპენსაციას და დისკრიმინაციის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner