logo_geo
eng_logo
„ირაკლი შიხიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო ცილისმწამებლური კამპანია“ – „ყურადღებით გაეცანით აუდიტის სამსახურის ანგარიშს!“
- +

24 მარტი. 2017. 12:06


 

„გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აუდიტის სამსახურის ანგარიშს!!!" - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „დაიცავი შენი უფლებები" განცხადებაშია ნათქვამი.

 

„გამომდინარე იქიდან, რომ ირაკლი შიხიაშვილის წინააღმდეგ მავანთა მიერ საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით დაიწყო ბინძური, ცილისმწამებლური კამპანია, წარმოგიდგენთ აუდიტის სამსახურის - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 აპრილამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტის N2/36 ანგარიშს.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნულ ანგარიშში არათუ საუბარი, არამედ მინიშნებაც კი არაა შესაძლო დანაშაულის (სისხლის სამართლის ნიშნების) არსებობის შესახებ.

 

წარმოდგენილი ანგარიშის სრულყოფილად შესწავლის შედეგად, ასევე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და არ არსებობს გამოძიების დაწყების არანაირი საფუძველი!!!

 

აუდიტის სამსახური შემოიფარგლება მხოლოდ რეკომენდაციებით, რათა მომავალში აღმოიფხვრას ის უმნიშვნელო ხარვეზები, რაც ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებობს.

 

წარმოდგენილ ანგარიშში საერთოდ არაა საუბარი იმის შესახებ, რომ თითქოსდა შიხიაშვილმა უცხო ქვეყნის სამსახურებს გადასცა ვეტერანების პირადი (საუდუმლოების შემცველი) ინფორმაცია, როგორც ეს შუქდებოდა პრესისა თუ ტელევიზიის საშუალებით, აღნიშნული განცხადება არის სრულიად უსაფუძვლო, ამორალური და არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით!!!" - ნათქვამია განცხადებაში.


Description: No automatic alt text available.


Description: Image may contain: text


Description: Image may contain: text


Description: Image may contain: text



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner