ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი მიხეილ მაჭავარიანის განცხადებას ეხმიანება, იმის შესახებ, რომ წინა ხელისუფლების დროს არჩევნები არ ყალბდებოდა:
„საქართველო მოქალაქეების ხმების ქურდები ხართ თქვენ - დაკანონებული ქურდები.
მიშა - აზრი ასეთი ტყუილების ბრახუნის რა არის?
შეძახილმა - ხე გაახმოვო?
მართლა გგონია, რომ ვინმეს დაავიწყდა 1999 წლიდან - თქვენს მანიპულაციებში რომ იყო ჩავარდნილი მთელი საარჩევნო სისტება? ხათუნა გოგორიშვილს - გულანთებული მოკითხვა.
აი, ეს არის სიმართლე - მარადიულო დეპუტატო მიხეილ მაჭავარიანო.
და კიდევ, ის არის სიმართლე - რომ 2012-ში იმდენად მკაფიოდ იყო გამოხატული ხალხის ნება, რომ კარუსელებმა, ანტენებმა, ტელე-მონოპოლიებმა, ძალადობამ და დაშინებამაც, სპეცნაზებმა და ყუთების მოპარვამაც ვეღარ გადაგარჩინათ - და სამუდამოდ დაკარგეთ ეს ბერკეტი.
საქართველოს ამომრჩევლების ხმები - ხალხის ხელშია.
იცოდეთ - ვეღარასოდეს, ვერავინ ვერ ჩაიგდებს ამას ხელში."