logo_geo
eng_logo
გიგა ბუკია: „ქართული ოცნება“ ცდილობს მოქალაქეების პრობლემების გადაჭრას
- +

24 მარტი. 2017. 13:23




საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია „ახალ თაობასთან" ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება" ადამიანების პრობლემების გადაჭრის გზებზეა ორიენტირებული.


„არავინ უარყოფს, რომ ქვეყანაში არსებობს პრობლემები, მათ შორის - სოციალური. როგორ შეიძლება, უპრობლემო იყოს სახელმწიფო, რომლის 20% ოკუპირებულია? მოსახლეობის ნაწილი კმაყოფილი არ არის, მაგრამ ხალხი სიტუაციას სწორედ ასე აფასებს.

 

„ქართული ოცნება" ადამიანებზეა ორიენტირებული და ცდილობს მოქალაქეების პრობლემების გადაჭრას.  საზოგადოებას აზრის გამოთქმას, მშვიდობიანი აქციების გამართვას არავინ უშლის. ხელისუფლება ზომიერად და ადამიანის უფლებების სრული დაცვით მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება მასობრივი არეულობის აღკვეთა ან მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავება", - აცხადებს გიგა ბუკია. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner