logo_geo
eng_logo
ლონდონში მომხდარი ტერაქტის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
- +

24 მარტი. 2017. 13:52



სკოტლანდ-იარდის კონტრტერორისტული დანაყოფის ხელმძღვანელის მარკ როული განცხადებით, ლონდონში, 22 მარტს მომხდარი ტერაქტის საქმეზე კიდევ ორი ადამიანი დააკავეს.


მისი თქმით, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში უკვე ცხრა პირია დაკავებული.


ამ ეტაპზე ვიკვლევთ, მოქმედებდა თუ არა ხალიდ მასუდი მარტო ან იყო თუ არა შთაგონებული ტერორისტული პროპაგანდით, ხომ არ წაახალისეს ან ხომ არ მართავდნენ მას სხვა პირები. ჩვენ ცხრა ადამიანი დავაკავეთ, ხოლო ერთი ქალი გირაოთი გავათავისუფლეთ", - განაცხადა მარკ როულიმ.


მისივე თქმით, ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. ორი პირი დღემდე კრიტიკულ მდგომარეობაშია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner