logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: კამპანია „არა ჩადებას“ არა სიმართლეზე, არამედ ტყუილზე დაფუძნებული კამპანიაა!
- +

24 მარტი. 2017. 15:14



„ხდება სასჯელაღსრულების სისტემის ძალიან სერიოზული ჰუმანიზაცია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და პატიმრობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთელი რიგი ცვლილებები იგეგმება უვადო პატიმრობამისჯილ ადამიანებთან და ქალებთან მიმართებით.


„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის პატიმრობის შესახებ კანონში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, სხვა თანმდევ ნორმატიულ აქტებში და მასალაში. მნიშვნელოვანია ის, რომ ხდება სასჯელაღსრულების ძალიან სერიოზული ჰუმანიზაცია და ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს ემსახურება იმას, რომ სასჯელის მოხდა არ იყოს სამაგიეროს გადახდა ხელისუფლების მხრიდან, არ იყოს წამება, არამედ სასჯელის მოხდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ დანაშულის პრევენციასა და მის თავიდან აცილებას. ეს კი მკაფიოდ გამოჩნდა კახა კახიშვილის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებში.

 

ეს ცვლილებები ეხება ელექტრონულ მეთვალყურეობას, შემოდის ახალი სახე სასჯელისა, როგორიცაა შინაპატიმრობა. მიდის მაქსიმალური ჰუმანიზაცია, მათ შორის, იგეგმება ქალებთან მიმართებით შემსუბუქება, ასევე უვადო პატიმრობამისჯილ ადამიანებთან მიმართებითაც მთელი რიგი ცვლილებებია დაგეგმილი. ყველაფერ ამას არ აქვს მარტო ვიწრო მიმართულება, ესაა ახალი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური ხედვა და ეს არ გახლავთ მარტო სასჯელაღსულების სამინისტროში მიმდინარე პროცესები, ეს არის სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა ზოგადად ქვეყანაში", - ამბობს ნარჩემაშვილი


კობა ნარჩემაშვილი კამპანიას „არა ჩადებას" გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი არ შეესაბამება სინამდვილეს და ტყუილზეა დაფუძნებული.


„გარკვეული პოლიტიკური ძალების მხირდან, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში, იყო ასეთი კამპანია - „არა ჩადებას", რომელიც არა სიმართლეზე, არამედ ტყუილზე დაფუძნებული კამპანიაა. როდესაც პოლიტიკური გუნდი ახორციელებს ასეთი ხასიათის სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას, რომლის ყველაზე ნათელი და მკაფიო გამოვლინება არის სასჯელის მოხდის ჰუმანიზება, უბრალოდ, შეუძლებელია, ის ერთი მიმართულებით აკეთებდეს ამას და მეორე მიმართულებით ამგვარ პოლიტიკას ახორციელებდეს. ეს საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, რადგანაც ეს უპრეცედენტო ლიბერალიზაცია, რომელსაც ადგილი ექნება სასჯელაღსრულების სისტემაში, თავისთავად გულისხმობს სწორი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის წარმართვას, ამის შემოქმედი კი არის მთლიანად მმართველი პოლიტიკური გუნდი", - ამბობს კობა ნარჩემაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner