ლევან ელბაქიძე საზოგადოებას მოუწოდებს 31 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის ოჯახის მხარდასაჭერად მივიდნენ:
„გაავრცელეთ ვისაც შეგიძლიათ!
ჩემო ძვირფასო ქართველებო, ეს არ არის ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს ჩვენი-ყველას ტრაგედიაა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველას კიდევ შემოგვრჩა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ყველაზე ადამიანური გრძნობა, რასაც თანადგომა ჰქვია! ჰო და მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, დღეს ჩვენი ერთობა და თანადგომა სჭირდება უდანაშაულოდ მოკლულ, მშობლების ერთადერთი შვილის 19 წლის, ბ უ ტ ა რ ო ბ ა ქ ი ძ ი ს ოჯახს.
დღეს ჩვენს თვალწინ ხდება გაუგონარი ცინიზმი და დამცირება სისხლში გასვრილი დამნაშავეების მხრიდან ბ უ ტ ა ს ოჯახზე, მის მშობლებს მკვლელები დღესაც არაადამიანურად ექცევიან სასამართლო პროცესებზე და ეს ჩვენ თვალწინ ხდება. და თუ ჩვენ ვართ ადამიანები! და თუ ჩვენთვის ამ ოჯახის უბედურება სულერთი არ არის! და თუ ჩვენ გვინდა, რომ არასოდეს განმეორდეს მსგავსი (ყველას ჯვარი გეწეროთ) ერთად უნდა დავდგეთ ამ ოჯახის გვერდით და ერთხელ და სამუდამოდ დავაყენოთ სამართლიანი - სამართალი ამ საქმეზე!
31 მარტს, 14:00სთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდება ბ უ ტ ა ს სასამართლო პროცესი და ჩვენი ერთად ყოფნით არ მივცეთ არავის საშუალება, რომ გაბედონ მსგავსი არაადამიანური ქმედებები ჩვენ ხომ ეს შეგვიძლია!"