logo_geo
eng_logo
ოზურგეთში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“ საგაზაფხულო მიღებასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა
- +

24 მარტი. 2017. 15:18



ქალაქ ოზურგეთში  პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში" საგაზაფხულო მიღებასთან დაკავშირებით, პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამაზე  ღია კარის დღე გაიმართა.


ღინისძიებას გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, ადგილობრივი  ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციები, დამსაქმებლები და მომავალი სტუდენტები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც კოლეჯმა, საკუთარი პროგრამები და სტუდენტების ნამუშევრები წარმოადგინა.


2017 წლის საგაზაფხულო მიღებისთვის, პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი" აცხადებს მსურველთა რეგისტრაციას შემდეგ სპეციალობებზე:


▶ მზარეული;

▶ ბუღალტერი

▶ ელქტრიკოსი

▶ ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსი

▶ ტრაქტორისტ-მემანქანე

▶ სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

▶ სტილისტი (პარიკმახერი)

▶ გიდი

▶ სარესტორნო საქმის მწარმოებელი

▶ სასტუმრო საქმის მწარმოებელი

▶ ელექტროშემდუღებელი

▶ კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი


პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში", წლის განმავლობაში, ოთხი მიმართულების (ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მომსახურების სფერო, ინჟინერია) და 15 სპეციალობაზე 550-მდე სტუდენტი სწავლობს.  დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 65%-ს შეადგენს. პროფესიული განათლების მიღება უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. საგაზაფხულო მიღებაზე მსურველთა რეგისტრაცია 27 მარტს დაიწყება და 8 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner