logo_geo
eng_logo
აქტიურ სარეზერვო სამსახურში 18-დან 55 წლამდე ასაკის სამოქალაქო პირები ჩაირიცხებიან
- +

24 მარტი. 2017. 15:24


 

აქტიურ სარეზერვო სამსახურში 18-დან 55 წლამდე ასაკის სამოქალაქო პირები ჩაირიცხებიან. სარეზერვო სამსახურში მსახურობის ხანგრძლივობა წელიწადში 45 დღეს შეადგენს.


ამას სამხედრო სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფცია ითვალისწინებს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შესაბამისი კომიტეტის წევრებს აცნობენ.


კონცეფციის მიხედვით, აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახური ითვალისწინებს რეზერვისტის სახელფასო უზრუნველყოფას, რომელიც შეადგენს წოდებრივი სარგოს 20%-ს ყოველთვიურად და 100%-ს ქვედანაყოფში გამოძახებისას. აქტიური სარეზერვო სამსახური სამი კომპონენტით იქნება განსაზღვრული. ესენია: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტთა რეზერვი.


სარეზერვო სამსახურის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები და კონცეფიით წარმოდგენილი ინიციატივები კანონში სათანადო ცვლილებებს გამოიწვევს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner