logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: რესპუბლიკური საავადმყოფოდან შალვა ოგბაიძე, როგორც მიცვალებული, ისე გამოვაპარეთ...
- +

24 მარტი. 2017. 15:28




„ყველაფერი არის გამოძიების პრეროგატივა. ველით, რომ დაკითხვების სერიას აუცილებლად მოჰყვება კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი", - ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრეკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ სწორედ 26 მაისის საქმეზე დაჰკითხა.


„პროკურატურაში ოთხი საათის განმავლობაში ვიკითხებოდი. ჩემთვის, როგორც იმ დროს პარლამენტის წევრისთვის და ადამიანთა უფლებებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისთვის, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება იყო ცნობილი, ამიტომ თავის დროზე პროკურატურასთან თანამშრომლობას ვითხოვდი. ჩვენ, „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას", 42 პოლიტიკური პატიმარი გვყავდა და, ბუნებრივია, გვქონდა მოტივაცია იმისა, რომ დაგვეცვა ამ ადამიანების ინტერესები. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ 26 მაისის პროცესები შემოიფარგლებოდა მხოლოდ ერთი ან ორი მაღალჩინოსნით, სინამდვილეში კი, ძალიან ბევრი საშუალო რგოლის თანამდებობის პირი იყი პასუხისგებაში მისაცემი. პირველი მერცხალი არის ის, რომ 26 მაისის ის გარემოება, რომელიც ერთ-ერთი ჩვენი ყოფილი ლიდერის შალვა ოგბაიძისა და მის ოჯახის წევრების წინააღმდეგ ტერორს გულისხმობს, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში გამოიკვეთა კონკრეტულ სისხლისსამართლებრივ ბრალდებაში კონკრეტული პირის მიმართ, რომელიც არის იდენტიფიცირებული და რომელიც ახლო მომავალში მიცემული იქნება წითელი ცირკულარით ძებნაში ინტერპოლის მიერ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთი ინფორმაცია გაგვაჩნია", - ამბობს ლორთქიფანიძე.


დიმიტრი ლორთქიფანიძემ დეტალურად გაიხსენა 26 მაისი და შალვა ოგბაიძის მდგომარეობაზე ისაუბრა.


„შალვა ოგბაიძე და მისი შვილი ფაქტობრივად აწამეს. 26 მაისს ბატონი შალვა უგონო მდგომარეობაშო შეყვანილ იქნა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და ინტენსიური თერაპიის პალატაში იქნა მოთავსებული. მეორე საღამოს დამიკავშირდა მისი მეუღლე, მაშინ ალექსანდრე ყუფარაძესა და დავით ლორთქიფანიძესთან ერთად ვიმყოფებოდი. სამივენი გავემართეთ ბატონი შალვას დასახმარებლად და ადგილზე მისულებს, ის, ფაქტობრივად, დაპატიმრებული დაგვხვდა. თუმცა, ელოდნენ, როდის წამოდგებოდა ფეხზე, რათა წაეყვანათ ქალაქის სამმართველოში. დრო აღარ ითმენდა, ამიტომ ჩვენ ვიმოქმედეთ ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლის მიხედვით და იმ მომენტში, უპირატესი ინტერესი ის იყო, რომ წამებას არ დაქვემდებარებოდა ეს ადამიანი და რამენაირად გამოგვეხსნა კლანჭებიდან. მას იცავდა სპეცდანიშნულების რაზმი, ასევე საბადრაგო პოლიციის ნაწილი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეპარებინა ბატონი შალვა, ბუნებრივია, როგორც მიცვალებული, ისე უნდა გამოგვეყვანა. გადავაფარეთ მას ზეწარი და საკაცით გამოვიყვანეთ, გამოვიძახეთ მანამდე კერძო სასწრაფო დახმარების მანქანა და წავიყვანეთ უსაფრთხო ადგილას", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner