logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: პრეზიდენტი ახალი პოლიტიკური საქმიანობისთვის ემზადება...
- +

24 მარტი. 2017. 15:37



„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ფარული მოსმენების" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილი ახალი პოლიტიკური საქმიანობისთვის ემზადება.


„მისტერ ვეტო" თავის თავს ვეტოსთან დაკავშირებით ყოველთვის გვახსენებს. მოსმენებთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება მაქვს და მიმაჩნია, რომ მოსმენები თავისთავად საშინელება და არასწორია, მაგრამ როდესაც ტერიტორიები გვაქვს დაკარგული და ვიმყოფებით ომის მდგომარეობაში, არ გვაქვს უფლება, შევასუსტოთ ეს ინსტიტუტი, პირიქით, უნდა გავაძლიეროთ. იქ მოკლათებულ კადრებს კი, მოსმენის სურვილი არ უნდა ჰქონდეთ, თორემ, თუ იმას არ ენდობი, ხუთი პარალელური სტრუქტურის შექმნას რა აზრი აქვს, ისიც მოისმენს და ძველიც მოისმენს, ლოგიკას ამაში ვერ ვხედავ. რომ ჩამოართვა სპეცსამსახურს ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, რა დარჩება სპეცსამსახურისგან? კი არ უნდა ჩამოართვა, პირიქით, იქ ის ხალხი უნდა მიიყვანო, ვინც მოუსმენს მარტო ტერორისტებს, კორუმპირებულ ადამიანებს, ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფებს და ისიც, სასამართლოს ნებართვით და სანქციით.

 

რატომ ვიგონებთ რაღაც გაუგებარს, ხომ ჩავაბარეთ ქალდანს გასაღები, ხომ იყო საუბარი, რომ სუს-ი დაგვექმედებარებინა პარლამენტისთვის, ხომ დავუქვემდებარეთ პარალემენტს, რატომღა ხდება ეს გადანაწილება-გადმონაწილება, ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა, რადგანაც ვიღაცა ვიღაცას არ ენდობა და პრეზიდენტმა საზოგადოებას თავი შეახსენა, რადგანაც  მარგველაშვილი ახალი პოლიტიკური საქმიანობისთვის ემზადება და ცუდია, რომ თავის თანამდებობას პირადი პოლიტიკური საკითხებისთვის იყენებს", - ამბობს ბარ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner