logo_geo
eng_logo
ედიშერ ქარჩავა: ე.წ. ციანიდის საქმეზე კიდევ ერთი სასულიერო პირი, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული დაჰკითხეს
- +

24 მარტი. 2017. 17:31



„ე.წ. ციანიდის საქმეზე კიდევ ერთი სასულიერო პირი, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული დაკითხეს", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა. მისი თქმით, მამა დავით ჭინჭარაულს, ისევე როგორც სხვა სასულიერო პირებს, ვინც დაიკითხა, გაუთქმელობის პირობა აქვთ დადებული და შესაბამისად, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.


როგორც ვიცი, დავით ჭინჭარაული დაკითხულია. ვინაიდან ყველა მოწმეს გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დადებული, აქედან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. დაიკითხა საქმისთვის საინტერესო ინფორმაციებთან დაკავშირებით, მათ შორის, რაც გაჟღერებული იქნა თვითონ მამა გიორგი მამალაძის მიერ. პატრიარქის უახლოესი პირია მამა დავით ჭინჭარაული და იმყოფებოდა გერმანიაში მასთან ერთად", - განაცხადა ქარჩავამ.


ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე იაკობი, მეუფე თეოდორე (ჭუაძე) და მამა მიქაელ ბოტკოველიც არიან დაკითხულები.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner