logo_geo
eng_logo
„ღია მიკროფონი“ დედამიწის საათისთვის
- +

24 მარტი. 2017. 17:42



პროექტი „ღია მიკროფონი არტი" ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი აქციის - დედამიწის დღესთან დაკავშირებით, აწყობს ღონისძიებას - Open Mic Art.


25 მარტს 19:00-დან 22:00 საათამდე კულტურულ ცენტრში ფაბრიკა (DiveXFabrica), გაიმართება პროექტის მიერ აღმოჩენილი ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტი.


ამ დღეს, მილიონობით ადამიანი ზუსტად ერთი საათით (თბილისის დროით 21:00) უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამ ფორმით, პლანეტის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს.


პროგრამა:

პროექტ „ღია მიკროფონის" მიერ აღმოჩენილი ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების კონცერტი (მუსიკა: ინდი, ალტერნატივა).

ლოკაცია: DiveXFabrica

დღე: 25 მარტი

დრო: 19:00 - 22:00 (21:00-დან შევუერთდებით აქციას. ჩაქრება შუქი, კონცერტი გაგრძელდება ალტერნატიული განათების ფონზე 1 საათის განმავლობაში)

დასწრება თავისუფალია!

ღონისძიების ორგანიზატორია რადიო JAKOFM, მედია პარტნიორი - რადიო შოკოლადი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner