თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან" ჯაბა ჯიშკარიანმა „tv-პირველის" გადაცემა „რეაქციაში" „ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი ბოტკოველს მიმართა და 2009 წელს თელავში გამართულ აქციის დარბევაში დაადანაშაულა.
„2009 წელს ქალაქ თელავში ჩემს მიერ ორგანიზებული აქცია „ნაციონალური მოძრაობის" თქვენი მითითებით იქნა დარბეული. თქვენ იყავით კახეთის ორგანიზაციის კოორდინატორი. აგროვებდით ბიჭებს, რომ დაგერბიათ აქცია. ასევე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო ჩამოსული თქვენ იყავით მის გვერდით და როდესაც ახალგაზრდებმა თელავში აქცია გამართეს შეუვარდით და „ნაც. მოძრაობის" დავალებით ცემეთ", - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.