logo_geo
eng_logo
ირანში 130 ავტომანქანის შეჯახების შედეგად 63 ადამიანი დაშავდა
- +

25 მარტი. 2017. 01:36


 


ირანში 130 ავტომანქანის შეჯახების შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა და 63 ზრდასრული დაშავდა. ავარიის გამომწვევი მიზეზი ძლიერი ნისლი გახდა.


ადგილობრივი სააგენტო Tasnim-ის ცნობით, შემთხვევა ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთში ქალაქებს მეშჰედსა და ნიშაპურს შორის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოხდა.


შემთხვევის შედეგად მაგისტრალზე მრავალკილომეტრიანი საცობი შეიქმნა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner