ირანში 130 ავტომანქანის შეჯახების შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა და 63 ზრდასრული დაშავდა. ავარიის გამომწვევი მიზეზი ძლიერი ნისლი გახდა.
ადგილობრივი სააგენტო Tasnim-ის ცნობით, შემთხვევა ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთში ქალაქებს მეშჰედსა და ნიშაპურს შორის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად მაგისტრალზე მრავალკილომეტრიანი საცობი შეიქმნა.