logo_geo
eng_logo
ბათუმის მოვლენებში მონაწილე კიდევ 3 პირი დააკავეს
- +

25 მარტი. 2017. 01:53



ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, სსკ-ს 353-ე პრიმა და სსკ-ს 225-ე მუხლებით, დაკავებულია 3 პირი.


ბათუმის მოვლენებზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობისთვის სამართალდამცველებმა სულ 75 პირი დააკავეს. საქმეზე  ბრალდებულ 15 პირს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


11-12 მარტის ღამეს, ბათუმში, სამართალდამცველების მიერ ერთ-ერთი მოქალაქის დაჯარიმების შემდეგ, მოქალაქეების აქცია გაიმართა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს და მანქანები დაწვეს, მათ შორის სამართალდამცავი უწყების მფლობელობაში არსებული. აქციის დასაშლელად სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ბათუმის ქუჩებში უკონტროლო სიტუაცია დაახლოებით 8 საათვის განმავლობაში გრძელდებოდა. ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა და ქალაქს 150 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner