თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან" ჯაბა ჯიშკარიანმა „tv-პირველის" გადაცემა „რეაქციაში" „ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი ბოტკოველს მიმართა და 2009 წელს თელავში გამართულ აქციის დარბევაში დაადანაშაულა. ჯიშკარიანმა ბოტკოველს კრიმინალი უწოდა.
„თქვენ ხართ ჩვეულებრივი კრიმინალი, იმ კრიმინალური ნარჩენის წარმომადგენელი, რომელიც ადამიანების გამწარებით იყო დაკავებული. გპირდებით, რომ ამას დაგიმტკიცებთ და ძალიან ბევრ ფაქტს დაგიდებთ", - მიმართა ჯაბა ჯიშკარიანმა გიორგი ბოტკოველს.