logo_geo
eng_logo
გიორგი მუსხელიშვილი: საქართველოში კრიმინალი არ გაზრდილა!
- +

25 მარტი. 2017. 02:40


 

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატმა გიორგი მუსხელიშვილმა „tv-პირველის" ეთერში, გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა, რომ დღეს, განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან, პოლიცია ლიბერალური და კაცთმოყვარეა. მისივე განცხადებით, საქართველოში კრიმინალი არ გაზრდილა.


„ბევრი ისეთი ადამიანი ვართ საქართველოში, რომელმაც საკუთარ ოჯახებზე გადავიტანეთ ის, რაც ნორმალური ქვეყნისა და ხელისუფლების პირობებში არ უნდა გადაგვეტანა. მოცემულობა იყო ის, რომ პოლიცია, რომელიც უნდა იცავდეს ადამიანს, აბსოლუტურად სხვა დავალებებს იღებდა. იღებდა დავალებებს, რომ ქუჩაში დაეხვრიტა ხალხი. მოეტაცა სახლებიდან, ოჯახებიდან... ეს ყველაფერი უნდა შეცვილიყო. სიტუაცია გადავიდა ისეთ რეჟიმზე, რომ პოლიცია გაცილებით უფრო ლიბერალური, კაცთმოყვარე, ადამიანისა და მოქალაქის დამხმარე გახდა და არა მკვლელი, რომლებიც დაქირავებული ჰყავდათ და იძულებულები იყვნენ დავალება შეესრულებინათ. როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს, ისეთი სიტუაციაა. ნათელი მაგალითია იმის, რომ საქართველოში კრიმინალი არ გაზრდილა, გამომდინარე იქიდან, რომ ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ტურისტი გამორიცხულია, რომ ჩავიდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც კრიმინალის მაღალი მაჩვენებელია", - განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner