იურისტმა სოფო ხორგუანმა ტელეკომპანია „tv-პირველის" ეთერში გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გია გვიჩიანი აპირებს, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანოს.
„ვიცი, რომ გია გვიჩიანი აპირებს, უჩივლოს ნანუკა ჟორჟოლიანს, რადგან, როდესაც გვიჩიანი ჯერ კიდევ მხოლოდ ბრალდებული და არ იყო მსჯავრდებული, სიუჟეტებს აკეთებდა, სადაც გია გვიჩიანი პირდაპირ დამნაშავედ გამოჰყავდა", - განაცხადა სოფო ხორგუანმა.