საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„(ნეო)ნაცებმა, პატიმრობის კოდექსი მოიწონეს, მაგრამ იქვე კეკლუცად დაამატეს: ტელევიზორები კარგია, მაგრამ დახურულ დაწესებულებებში, ეგებ მაცივარის ნებაც დავრთოთო.
საყვარლები, მუდამ ადამიანის უფლებებზე მზრუნველნი. რა ცოცხი, რის „დუბინკა"?
ასე გაიზარდა მათი გემოვნება: მაღალ სტანდარტებს ვიყავით მიჩვეული, პენიტენციურ სისტემაში, მაგათ დროს და არ უნდათ თამასა დავწიოთ დაბლა...
P.S. სინდისი? - კი კარგი საქონელია, უბრალოდ არ გააჩნიათ...", - წერს ჩრდილელი.