logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ისე არ გავგიჟებულვარ, სახელოვან მამულიშვილებს გავუთანაბრო საკუთარი თავი
- +

25 მარტი. 2017. 11:03


პანთეონს ჩვენი სულისთვის უნდა ვეძებდეთ... და ამ პანთეონს სამოთხე ჰქვია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს და პანთეონის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.


ვერ მივადევნე თვალი პოლემიკას პანთეონის გარშემო, ამიტომ, როცა ჟურნალისტმა მოულოდნელად დამირეკა და აზრის გამოხატვა მთხოვა, სიმართლე ვუთხარი: თემას არ ვიცნობ-თქო... მოგიყვებით, რა თემააო და 10 წუთის მანძილზე მარტო ციტატებს მიკითხავდა, - ვის, სად და რატომ უნდა პოვოს სამუდამო განსასვენებელი. და ბოლოს, ასეთია ჩემი შეკითხვაო,- თქვენ სად გირჩევნიათო, იგულისხმა განსვენება. არ დაგიმალავთ, ხშირად მიფიქრია ამაზე... პანთეონზე არა, ცხადია... ისე არ გავგიჟებულვარ, სახელოვან მამულიშვილებს გავუთანაბრო საკუთარი თავი... ადგილზე მიფიქრია, სადაც მომავალში განვისვენებ... და წარმომიდგენია ძველი ეკლესიის ეზო... ნაძვების ქვეშ...  მაგრამ სხეულს სად დავტოვებთ, ამას რა აზრი აქვს? მიწაზე რა საქმეებს დავტოვებთ და სად განგვაწესებს ღმერთი საზვერეების გავლის შემდეგ, ამაზე უნდა ვდარდობდეთ, წესით... პანთეონს ჩვენი სულისთვის უნდა ვეძებდეთ... და ამ პანთეონს სამოთხე ჰქვია... დანარჩენი ისეთი ამაოებაა, მერე მივხვდებით, როცა პირველ საზვერეს გადავლახავთ", - წერს ინაშვილი.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner