logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: მურვან ყრუ არ სძულდა ასე საქართველოს მოსახლეობას, როგორც „რესპუბლიკელები“
- +

18 თებერვალი. 2016. 23:08



''მურვან ყრუ რომ იყო ასე არ სძულდა საქართველოს მოსახლეობას, როგორც ესენი სძულთ'' - ასე შეაფასა მრეწველების ლიდერმა, გოგი თოფაძემ რესპუბლიკელები და იქვე აღნიშნა, რომ ისინი დიდ ზიანს აყენებენ კოალიციას.


''მან თავის ქცვით და თავის ჩარევით ძალიან დაგვაზიანა და არაერთხელ ჩვენი ოპონენტები გაიხსენებენ შემდეგ არჩევნებზე. ჩამოყალიბებული აზრი, რომ საქართველოში აღარ იქნება ეს მეთოდები გამოყენებული გაყალბების მხრივ ამ შემთხვევაში ქალბატონმა მინისტრმა ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა. ლევან ბერძენიშვილს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, რომ არ ჰქონდეს, ასე აქტიურად არ ჩაერეოდა. 80-იანი წლების მის ძალიან სამარცხვინო ქმედებას, როდესაც თავის თანაგუნდელები, რომელიც პოლიტიკური საბაბით ერთად იყვნენ პატიმრები, მისი განცხადებაც არის, როგორი განცხადება დაწერა, როგორ ჩაუშვა ეს სამივე თავის მეგობარი. ესენი ნუ იჩემებენ, რომ ესენი არიან წამყვანი გუნდი ჩვენს კოალიციაში. პირიქით, მე მეტს გეტყვით, ესენი ისე სძულთ საქართველოს მოსახლეობას, ვერსად მარტო ვერ იყრიან კენჭს. მურვან ყრუ რომ იყო ასე არ სძულდათ როგორც ესენი სძულთ. ამიტომ ესენი ვერ გაბედავენ ვერსად, რომ ცალკე გავიდნენ. ვიღაცას უნდა ჩამოეკიდნ,'' - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგი თოფაძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner