„ავტოკეფალია არის დიდი მონაპოვარი და დიდი ძალა", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„მე ვფიქრობ, ყველაფერი ხდება ღვთის განგებით. პირველად აღნიშნავს საქართველო სახელმწიფო ავტოკეფალიის დღეს, ეს არის დიდი მონაპოვარი, დიდი ძალა. ავტოკეფალია არის დიდი მადლი. ვინ ვიქნებოდით ავტოკეფალიის გარეშე? ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ენა, ეკლესია. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისთვის. ჩვენ დღეს ქედს ვიხრით დიდი მამების წინაშე. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, რომლებიც აქ ბრძანდებით და აღნიშნავთ 100 წლისთავს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ", - ასე მიმართა პატრიარქმა კონფერენციის მონაწილეებს.