სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი მდინარე ტეხურაში იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ დაუდასტურა. გამგებლის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს და სახლში გადაასვენეს.
მაშველები 8 წლის ბავშვს მდინარეში უკვე რამდენიმე კვირაა ეძებდნენ. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი 23 თებერვალს გაუჩინარდა.
როგორც ცნობილია, შსს-მ აღნიშნულ საქმეზე ერთი პირი დააკავა. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლითაა აღძრული, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას.