logo_geo
eng_logo
თბილისის პარლამენტში გამოფენა „რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე“ გაიხსნება
- +

31 მარტი. 2016. 04:45



31 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, თბილისში, დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - „რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე" გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1991 წლის რეფერენდუმის და 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის ამსახველი საქართველოში დაცული ისტორიული დოკუმენტები, ფოტო და ვიდეო მასალა. 

გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, პარლამენტში დამთვალიერებლებისთვის 31 მარტიდან 9 აპრილამდე იქნება გახსნილი და ის საქართველოს პარლამენტის ტრადიციული საექსკურსიო ტურის ნაწილი გახდება. 

გამოფენის თანაორგანიზატორები და თანაავტორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, აგრეთვე, ისტორიული ფოტოები საქართველოს პარლამენტის ფოტო-არქივიდან. 

ვრცლად რეფერენდუმის და გამოფენის შესახებ იხილეთ აქ: http://www.parliament.ge/ge/media/gamofena-parlamentshi/gamofena-referendumidan-damoukideblobamde




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner