logo_geo
eng_logo
ჯორჯიის შტატში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა
- +

25 მარტი. 2017. 16:37



ჯორჯიის შტატის კობის ოლქში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა, ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. შეჯახების შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობასაც მეხანძრეები რამდენიმე საათს ცდილობდნენ.


თვითმფრინავში მხოლოდ მფრინავი იჯდა, ის დაიღუპა, ოლქის მცხოვრებლებიდან არავინ დაშავებულა. კადრებში კარგად ჩანს, როგორ იწვის ორსართულიანი შენობა. სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ატლანტაში (ჯორჯია) მიფრინავდა.


რა გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. 


 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner