პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი თვლის, რომ თბილისის ცენტრალური ქუჩები გარემოვაჭრეებს არ უნდა ეკავოთ, ამიტომაც საჭიროა აღნიშნული მოქალაქეებისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამის შესახებ ვოლსკიმ თბილისის მერსა და „ქართული ოცნების" წევრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„გარემოვაჭრეების პრობლემებზე იყო საუბარი, ჩვეს ტურისტულ პოტენციალზე ვისაუბრეთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, განვითარებისთვის. რასაკვირველია, ცენტრალური ქუჩები არ უნდა ეკავოს გარევაჭრობას, მაგრამ აღნიშნული მოქალაქეები უპატრონოდ არ უნდა დარჩნენ ამიტომ ფულად კომპენსაციაზე გვქონდა საუბარი", - აცხადებს ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შეხვდა.