logo_geo
eng_logo
თბილისის საკრებულო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პროექტს „დედამიწის საათი“ უერთდება
- +

25 მარტი. 2017. 18:35


 

25 მარტს, შაბათს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პროექტს „დედამიწის საათი" შეუერთდება და ადგილობრივი დროით 20:30 -დან 21:30 საათამდე ადმინისტრაციულ შენობაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება.


პროექტი „დედამიწის საათი", რომელსაც მსოფლიო მეთერთმეტედ, საქართველო კი უკვე მეცხრედ აღნიშნავს, მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს. აღნიშნული აქციით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერა მსოფლიოს მასშტაბით გამოიხატება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner