რაჭა ტურისტული სეზონისთვის ემზადება. წელს რეგიონში გაცილებით მეტ ტურისტს ელოდებიან ვიდრე შარშან. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი, პაპუნა მარგველიძე "აიპრესთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ იწყება უწერა-შოვის 14 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის რებილიტაცია. ასევე კეთდება ისტორიულ ძეგლებთან მისასვლელი გზები.
"პირველ რიგში, ვაწესრიგებთ საგზაო ინფრასტრუქტურას. წელს იგეგმება უწერა -შოვის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის, გზის რეაბილიტაცია. ამის გარდა ისტორიულ-კულტურულ ძეგლებთან მისავლელი გზების შეკეთება.
შაორზეც ხდება ინფრასტრუქტურის განვითარება. იწყება ახალი სასტუმორს მშენებლობა. შესაძლოა, მეორე ახალი სასტუმროს მშენებლობაც დავიწყოთ.~
გასულ წელს, წინა წლებთან შედარებით, გაორმაგებული იყო ტურისტების რაოდენობა. წელს მეტ ტურისტს ველოდებით, რადგან ჩვენს რეგიონში საოჯახო ტურიზმმაც საკმაოდ სწრაფი ტემპით დაიწყო განვითარება. იმედი გვაქვს, რომ მეტი ტურისტი შემოვა, რადგან მათ აქ ამისთვის საკმაოდ ხელსაყრელი პირობები ხვდებათ",- განაცხადა მარგველიძემ.