logo_geo
eng_logo
შსს-მ აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა
- +

25 მარტი. 2017. 20:15



შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 1994 წელს დაბადებული თ.ტ. ბრალდებულის სახით დააკავეს.


გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც თ.ტ. მართავდა, გადაჭარბებული სიჩქარით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრაობდა, რა დროსაც ის შეეჯახა მის წინ, მისივე თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ BMW-ს მარკის ავტომანქანას. შეჯახების შედეგად, აღნიშნული ავტომანქანის მძღოლმა, 1992 წელს დაბადებულმა გ.მ.-მ ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვნივ, ქვეითთათვის განკუთვნილ ტროტუარზე, სადაც 2 ქვეითს - 1972 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს და 2008 წელს დაბადებულ მ.ჯ.-ს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, მცირეწლოვანი მ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.ო. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.


საპატრულო პოლიციამ თ.ტ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.


გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner