logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ძალიან მარტივი ასახსნელია ყარამანიშვილების „ხელგაშლილობა“...
- +

26 მარტი. 2017. 01:31



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„ძალიან მარტივი ასახსნელია ყარამანიშვილების „ხელგაშლილობა":

 

მათ ძალიან კარგად იციან, რომ სტრასბურგის კი არა, საპლანეტათაშორისო სასამართლოც კომპანიას ქიბარ ხალვაშს დაუბრუნებს და თუნდაც ამ მიზეზის გამო, მათთვის „რუსთავი 2" ძალიან დიდი ტვირთი და თავის ტკივილია.

 

თავი დავანებოთ იმას, რომ კომპანიის „მფლობელების" პასიურობა მათი „კანონიერი ქონების წართმევასთან" დაკავშირებით საკმაოდ უცნაურია (ახლა არ დამიწყოთ, ნამეტანი დასავლური ტიპის ბიზნესმენები არიან და საქმეს ცივილურად, გენერალური დირექტორის და ადვოკატების მეშვეობით აგვარებენო). უბრალოდ, საინტერესოა, რა მოგება ნახეს „რუსთავი 2"-ისგან ამ წლების განმავლობაში. შემოსავლის სახით რა თანხები ჩაირიცხა „რუსთავი 2"-დან მათ პირად ანგარიშებზე?

 

მათ აქვთ სხვა ბიზნესები, სადაც უცხოელ პარტნიორებთან აუცილებლად გაუფუჭდებოდათ ურთიერთობა, რადგანაც არავინ არ დაიჭერს საქმიან ურთიერთობას იმ პირთან, რომელსაც ასეთი ხმაურიანი სასამართლო პროცესები აქვს.

 

ასე რომ, მათ ძალიან მარტივად სურთ მოიცილონ ეს ჯაჭვზე გამობმული მძიმე გირი, რომელიც სულ უფრო და უფრო ქვემოთ ექაჩება და სხვა აწყობილ, თუ ასაწყობ საქმეებსაც ჭაობში მიათრევს. გვარამია კი, როგორც მახრჩობელა, ყარამანიშვილების კისერზეა შემოხვეული და გასაქანს არ აძლევს.

 

ესაა და ეს", - წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner