მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დაუკვირდით და მიხვდებით, რა ცუდ დღეში ვართ. ერის დეგრადაციის რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი - მე-19, მე-20 საუკუნის პოეზიის მეფეები - აკაკი და გალაკტიონი, 21-ე საუკუნის პოეზიის მეფობას დეფი იჩემებს, მე-19, მე-20 საუკუნის უდიდესი მწერლები - ილია, ვაჟა, კონსტანტინე, მიხეილ ჯავახიშვილი - 21-ე საუკუნე - ლაშა ბუღაძე, ზაზა ბურჭულაძე, ეკო დეისაძე. მე-20 საუკუნის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, 21-ე საუკუნის - მიშა და მარგველაშვილი, მე-20 საუკუნის უფლებადამცველი მერაბ კოსტავა, 21-ე საუკუნის - უჩა ნანუაშვილი... მეტს აღარ გავაგრძელებ, თორემ მართლა გასკდება გული!!!" - წერს სანდრო ბრეგაძე.