logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: მე-20 საუკუნის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, 21-ე საუკუნის - მიშა და მარგველაშვილი...
- +

26 მარტი. 2017. 02:14


 

მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დაუკვირდით და მიხვდებით, რა ცუდ დღეში ვართ. ერის დეგრადაციის რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი - მე-19, მე-20 საუკუნის პოეზიის მეფეები - აკაკი და გალაკტიონი, 21-ე საუკუნის პოეზიის მეფობას დეფი იჩემებს, მე-19, მე-20 საუკუნის უდიდესი მწერლები - ილია, ვაჟა, კონსტანტინე, მიხეილ ჯავახიშვილი - 21-ე საუკუნე - ლაშა ბუღაძე, ზაზა ბურჭულაძე, ეკო დეისაძე. მე-20 საუკუნის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, 21-ე საუკუნის - მიშა და მარგველაშვილი, მე-20 საუკუნის უფლებადამცველი მერაბ კოსტავა, 21-ე საუკუნის - უჩა ნანუაშვილი... მეტს აღარ გავაგრძელებ, თორემ მართლა გასკდება გული!!!" - წერს სანდრო ბრეგაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner