logo_geo
eng_logo
ვახტანგ რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
- +

26 მარტი. 2017. 03:29



ბიზნესმენ ვახტანგ რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის თოდუას კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.


მისი დის, რუსუდან კირვალიშვილის ინფორმაციით, ვახტანგ რჩეულიშვილს დაახლოებით ათი დღის წინ, მოულოდნელად უმძიმესი დაავადება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა დამძიმდა.


„ექიმები ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ვახტანგი მდგომარეობიდან გამოვიდეს. რეანიმაციაში იმყოფება და ახლა საკითხი გაუმჯობესებაზე დგას, მკურნალობაზე ჯერ საუბარიც ზედმეტია. ორშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან მას მეტყველების უნარი წაერთვა და მას შემდეგ დამძიმდა მდგომარეობა. ჩვენ პროცესის ასეთ ცუდ განვითარებას არ ველოდით", - განაცხადა რუსუდან კირვალიშვილმა.


ვახტანგ რჩეულიშვილის მეუღლე და შვილი ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფებიან. გამოძიება მათ დიდი ოდენობით თანხების მითვისებასა და გაფლანგვას ედავება. ჯანმრთელობის მგდომარეობის პრობლემა აქვს თავად მაია რჩეულიშვილსაც.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner